01-აგვისტო-2011
დავების განხილვის საბჭომ 2011 წლის ივლისის თვეში წარმოება დაასრულა 96 საჩივართან დაკავშირებით
2011 წლის ივლისის თვეში დავების განხილვის საბჭომ დაასრულა წარმოება 96 საჩივართან დაკავშირებით. დავების განხილვის საბჭომ სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილა 47 (49%) საჩივარი, 30 (31%) საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო 19 (20%) განუხილველი დარჩა.





ივლისის თვეში სადავო თანხამ შეადგინა 14.979.019 ლარი. დავა გასაჩივრებული გადასახდელების 35%–თან დაკავშირებით მომჩივანთა სასარგებლოდ გადაწყდა, ხოლო 37%–თან დაკავშირებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, 28% კი განუხილველი დარჩა მომჩივნის მიერ პროცედურული მოთხოვნების დარღვევის ან დავის შეწყვეტის გამო.

