|
დავების განხილვის საბჭო წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს, რომელიც განიხილავს საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ საგადასახადო კოდექსის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებს.
საბჭო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს სამართლიანობის, ობიექტურობის, მხარეთა თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით.
დავების განხილვის საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო მისი შემადგენლობა განისაზღვრება აღმასრულებელი ხელისუფლების, საქართველოს პარლამენტის და ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლებისგან.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავა ორეტაპიანია და იწყება საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენით, ხოლო არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მომჩივანს უფლება აქვს გადაწყვეტილება გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ნებისმიერ ეტაპზე მომჩივანი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს.
|